|
2024-04-04 14:12:11, 307 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა - „პაეზდკებში“ გაცვლილი მოსამართლის მანტია - აფერუმ თქვენს ღირსებას, დატოვეთ მაინც ის მანდატი და რამდენიც გინდათ, იმდენი ირბინეთ
„პაეზდკებში“ გაცვლილი მოსამართლის მანტია“- აფერუმ თქვენს ღირსებას. დატოვეთ მაინც ის მანდატი და მერე რამდენიც გინდათ, იმდენი ირბინეთ. აბა თუ წაგიყვანთ მერე რომელიმე საელჩოს თანამშრომელი? გამარჯობასაც თუ გეტყვით? ახლა იმისთვის სჭირდებით, რომ შემდეგ დაგამუშაონ იქ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რასაც აკეთებთ, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა რამდენიმე მოსამართლის იტალიაში მოგზაურობას, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელმა დააფინანსა. როგორც ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა, "თუ რამეს უნდა დაერქვას თავის სახელი, ეს არის ეს კლანი, მოსამართლეების რაღაც ვიწრო ჯგუფი, რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი ღირებულება, ავტორიტეტი და ასე შეუძლია ამა თუ იმ საელჩოს თანამშრომელს დააფინანსოს და შემდეგ რა განცხადებაც უნდათ ის აკეთებინონ". მისივე თქმით, სასამართლო, სადაც ეს მოსამართლეები მუშაობენ, საერთაშორისო რეიტინგებით წინ უსწრებს ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოს - კანონის უზენაესობით, კორუფციისგან დაცვის ინდექსით და როდესაც მათივე სისტემაში „ვეტინგს“ სთხოვენ, ხომ შეიძლება კითხვა დაუსვან, რომ ჯერ ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში ჩაატარონ ვეტინგი და შემდეგ ჩვენთან განვიხილოთ. „ჩემთვისაც გახდა ცნობილი, რომ 5-10 კაციანი მოსამართლეების ჯგუფი, რომლებიც ითხოვენ, რომ შეგვამოწმეთ, პატიოსნები ვართ თუ არაო, ამერიკის საელჩოს თანამშრომლის, ვინმე ნატალია წნორიაშვილის დაფინანსებით არიან „პაეზდკებში“. ამ ხუთმა თუ ათმა მოსამართლემ რომაული არდადეგები მოიწყვეს და გამოდიან წინადადებით, შეგვამოწმეთ, რამდენად პატიოსნები ვართო. მგონია, რომ თუ რამეს უნდა დაერქვას თავის სახელი, ეს არის ეს კლანი, მოსამართლეების რაღაც ვიწრო ჯგუფი, რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი ღირებულება, ავტორიტეტი და ასე შეუძლია ამა თუ იმ საელჩოს თანამშრომელს დააფინანსოს და შემდეგ მართონ, რა განცხადებაც უნდა ის აკეთებინონ. „პაეზდკებში“ გაცვლილი მოსამართლის მანტია“ - ასე შეიძლება შევაფასოთ ეს. ყოჩაღ, აფერუმ თქვენს ღირსებას. დატოვეთ მაინც ის მანდატი და მერე რამდენიც გინდათ, იმდენი ირბინეთ. აბა თუ წაგიყვანთ მერე რომელიმე საელჩოს თანამშრომელი? გამარჯობასაც თუ გეტყვით? ახლა იმისთვის სჭირდებით, რომ შემდეგ დაგამუშაონ იქ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რასაც აკეთებთ. სასამართლო, რომელშიც მუშაობთ და ემსახურებით, საერთაშორისო რეიტინგებით წინ უსწრებს ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოს - კანონის უზენაესობით, კორუფციისგან დაცვის ინდექსით, მათივე, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით და რომ გთხოვენ „ვეტინგს“ შენს სისტემაში, რომ მოსამართლეები უცხო ქვეყნის მოქალაქემ დაგიკომპლექტოთ, ერთი კითხვა არ შეგიძლიათ დაუსვათ - მოდი ჯერ თქვენს ქვეყნებში ჩაატარეთ ვეტინგი, ევროპებში, მერე ამერიკის შეერთებულ შტატებში და მერე ჩვენთან განვიხილოთ თქო? შემდეგ „პაეზდკებში“ ალბათ ვერ მოხვდებით და არ წაგიყვანენ, ეს არის თქვენი ხელწერა და აფერუმ თქვენს სიმართლეს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ინვესტიციები თუ ანაბარი - როგორ დავაბანდოთ დანაზოგი ჭკვიანურად?
ქართულ ბანკებში 70.03 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული
ისრაელის არმია ადასტურებს მოჰამედ ოდეჰის მკვლელობას: ის იყო ერთ-ერთი ბოლო ჰამასის მეთაური, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში
MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)