|
2024-04-03 19:16:21, 470 ნახვა
პოლიტიკა
ოდიშარია - ჩემი აღშფოთება არ იყო დამისამართებული არც ერთი პირის მიმართ - თქვენი მითითებით ბოდიშს არ მოვიხდი
ჩემი აღშფოთება დაკავშირებული იყო და ის არ იყო დამისამართებული არც ერთი კონკრეტული ფიზიკური პირის მიმართ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა. ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათი მითითებით ბოდიშს არ მოიხდის. "ჩემი აღშფოთება დაკავშირებული იყო და ის არ იყო დამისამართებული არც ერთი კონკრეტული ფიზიკური პირის მიმართ - არც ქალის, არც კაცის და მათ შორის, თქვენ ვერ ნახავთ სადმე, რომ მე რომელიმე კონკრეტული სახელი, ან გვარი, ან ჩემი კოლეგა მითუმეტეს ვახსენე. თქვენი მითითებით ბოდიშს არ მოვიხდი", - განაცხადა ოდიშარიამ. ცნობისთვის, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტში კვოტირების განხილვისას ოპოზიციონერი დეპუტატები შეურაცხმყოფელი რეპლიკით მოიხსენია. "მოუტ*ვნელი დედაკაცების ჯოგი. ეს არის მოუტ*ვნელი ქალების სინდრომი, მოუტ*ვნელის", - თქვა ოდიშარიამ პარლამენტში.
მსოფლიოში გადაადგილებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შედგა: ევროპა ლიდერობს
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)