10:43 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-03 17:45:49, 596 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი „ოცნებას“ - გილოცავთ, ბატონებო - ქალები თქვენთან ან აღარ ითვლებიან, ან თუ ითვლებიან, ისე მოიხსენიებთ, რომ სჯობს აღარ მოიხსენიოთ!

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის მიერ გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა.

პრეზიდენტმა განცხადება ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

„მინდა მივმართო „ოცნებას“ და „ოცნების“ წარმომადგენლებს - გილოცავთ, ბატონებო, რამეთუ ქალები თქვენთან ან აღარ ითვლებიან, ან თუ ითვლებიან, ისე მოიხსენიებთ, რომ სჯობს აღარ მოიხსენიოთ! დაკარგეთ ელემენტარული ქართული ზრდილობა, რაც ძალიან სამწუხაროა თქვენთვის",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, 3 აპრილს პარლამენტმა, „გირჩის“ ინიციატივა, რომელიც საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით მიიღო. ინიციატივას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 15 წავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსოფლიოში გადაადგილებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შედგა: ევროპა ლიდერობს
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics