|
2024-04-03 17:11:17, 462 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - „ოცნებამ“ ევროპას უთხრა - არა
„ოცნებამ" თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა - ევროპას უთხრა - არა,- ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენს. როგორც პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მმართველი პარტია საქართველოს მომავლის საბოტაჟითაა დაკავებული. „ოცნებამ" უკვე თავისი სახე გამოაჩინა. ერთი პერიოდი იყო - 15 დეკემბრიდან ერთი თვე, როცა გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ მოვიპოვეთ ევროპული გადაწყვეტილება; ჩვენი დამსახურებაა, ყველაფერი ამისთვის გავაკეთეთ. ეს რაღაც ახალი რიტორიკა ცოტა ხნით გაგრძელდა. დღეს უკვე ყველაფერი ნათელია, „ოცნებამ" თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა - ევროპას უთხრა - არა, ყველა მიმართულებით, რაც წინა რეკომენდაციებში ეწერა, რაც ახლა 9 პუნქტში წერია... „ოცნება" არის დაკავებული ამ ჩვენი გზის და ჩვენი მომავლის საბოტაჟით - საბოტაჟი არის ერთადერთი სიტყვა, რაც მომაფიქრდა",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, დღეს, 3 აპრილს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენს.
მსოფლიოში გადაადგილებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შედგა: ევროპა ლიდერობს
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)