11:35 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-01 14:05:03, 776 ნახვა

პოლიტიკა
გახარია კალაძეზე - მიხედოს ფეხბურთს, ან უშველოს თავს

მიხედოს კახამ ფეხბურთს, ან უშველოს თავს, მე მეტს მასზე არაფერს არ ვიტყვი, - ასე გამოეხმაურა პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებას.

როგორც გახარიამ აღნიშნა, კალაძე "ფეხბურთში გრძნობს თავს ბედნიერად" და საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვების დროს, "ემოციაზე ეტყობოდა, რომ ეს არის მისი ადგილი".

„კახაზე ერთადერთი რაც მინდა ვთქვა, რომ მე აშკარად დავინახე და ბევრმა ქართველმა ფეხბურთის გულშემატკივარმა დაინახა, როგორი ბედნიერი იყო კახა ჩვენი ნაკრების გამარჯვებით. კახა მართლა ბედნიერი იყო, სახეზე ეტყობოდა, ემოციაზე ეტყობოდა, ეტყობოდა, რომ ეს არის მისი ადგილი, ეს არის ის სივრცე სადაც ეს ადამიანი თავსაც ბედნიერად გრძნობს და ბევრ ქართველ მოქალაქესაც აბედნიერებს და მიხედოს კახამ ფეხბურთს, ან უშველოს თავს, მე მეტს მასზე არაფერს არ ვიტყვი“, - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებები "ქართული ოცნების" არჩევნებში დამარცხების შესახებ "რეალობას ძალიან აცდენილია".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
ინვესტიციები თუ ანაბარი - როგორ დავაბანდოთ დანაზოგი ჭკვიანურად?
ქართულ ბანკებში 70.03 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics