|
2024-03-31 14:47:35, 613 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - უცხოური გავლენის აგენტები, აწარმოებენ საბჭოური სტილის კამპანიებს სასამართლოს წინააღმდეგ
ჩვენ ყოველთვის ავიმაღლებთ ხმას ამ უცხოური გავლენის აგენტების წინააღმდეგ, რომლებიც საბჭოური სტილის კამპანიებს აწარმოებენ სასამართლო სისტემის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „წლების განმავლობაში ხდებოდა სასამართლო სისტემის, მოსამართლეების სტიგმატიზაცია. ტერმინიც მოიფიქრეს ამ მიზნით, ეს იყო კლანი და ა.შ. ეს არის ჩვეულებრივი საბჭოური სტილის პროპაგანდა, რასაც სამწუხაროდ, უცხოური გავლენის აგენტები აწარმოებენ საქართველოში. საზოგადოება უნდა დაუპირისპირდეს ამ ყველაფერს და უნდა დაუპირისპირდეს სიმართლე. სიმართლე არის ის, რომ 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში რადიკალურად შეიცვალა ვითარება, როდესაც სასამართლო იყო სწორედ ამ უცხოური გავლენების აგენტების ხელში, მაშინ ეს ინსტიტუტი გამოიყენებოდა როგორც ადამიანების ჩაგვრის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტი. დღეს ეს უცხოური გავლენის აგენტები აწარმოებენ კამპანიას, იმ სასამართლოს წინააღმდეგ, რომელიც ფუნდამენტურად გარდაიქმნა 2012 წლის შემდეგ. ეს საბჭოური სტილის პროპაგანდა არის აბსოლუტურად მიუღებელი პირადად ჩემთვის", - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)