|
2024-03-31 13:50:29, 716 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - გვსურს ევროპის საუკეთესო სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით
გვსურს ევროპის საუკეთესო სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტიკორუფციული ბიუროს წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს მიზანი არის სავსებით მიღწევადი. ''„მთავრობის კეთილინდისიერების" ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 40 და ევროპის საუკეთესო 20 ქვეყანას შორის დასახელდა და ბოლოს, მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით საქართველო მსოფლიოში მე-13 ადგილზე, ხოლო ევროპის საუკეთესო ათეულშია, სამთავრობო კონტრაქტების მოპოვებისას მოსყიდვისგან თავისუფლებით კი მსოფლიოში საუკეთესოა. ეს არის ის შედეგები, რომლებიც გვაძლევს, რა თქმა უნდა, კმაყოფილების საფუძველს, თუმცა, ჩვენ ამ შედეგებით და მიღწევებით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. ჩემი საპარლამენტო გამოსვლის დროს გამოვხატე ჩვენი ამბიციური ამოცანა, რომ გვსურს ევროპის საუკეთესო სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ეს საკმაოდ ამბიციური მიზანია, თუმცა სათანადო პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში და ეს პოლიტიკური ნება არსებობს, ეს მიზანი არის სავსებით მიღწევადი და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)