|
2024-03-30 12:06:10, 888 ნახვა
საზოგადოება
კლუბი KHIDI ჰომოფობიურ კანონპროეტზე - გვჯერა, ეს მავნებლური ინიციატივა განწირულია მარცხისთვის
კლუბი KHIDI ქართული ოცნების მიერ "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის" მოტივით დაანონსებულ ჰომოფობიურ კანონპროექტს ეხმაურება. KHIDI წერს, რომ ხელისუფლების მიერ დაანონსებული კანონპროექტი ინსტიტუციური ჰომოფობიის ნათელი გამოვლენაა და მსგავსი ინიციატივები განწირულია მარცხისთვის. "ე.წ LGBTQI+ პროპაგანდის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია და წარმოებული საკანონმდებლო ინიციატივა ინსტიტუციური ჰომოფობიის ნათელი გამოვლენაა. მაშინ, როდესაც LGBTQI+ ადამიანები, მათი უფლებების დაცულობის კუთხით, არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან და ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში უთანასწორო მოპყრობის რისკის წინაშე იმყოფებიან, ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ დგამდეს ქმედით ნაბიჯებს მათი მდგომარეობის გამოსასწორებლად, აღნიშნული პოპულისტური საკანონმდებლო ცვლილებით ცდილობს თავისუფალი და კრიტიკული აზრის ჩახშობასა და წლების განმავლობაში სისტემურად მარგინალიზებული ჯგუფის იზოლირებას. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვნად მივიჩნევთ დისკრიმინაციული საკანონმდებლო ინიციატივის წინააღმდეგ საზოგადოების კონსოლიდაციას და სახელმწიფოს მხრიდან LBTQI+ ჯგუფის უფლებების რეალურ აღიარებასა და ჯგუფის საჭიროებებზე დაფუძნებული კომპლექსური ზომების მიღებას. გვჯერა, მსგავსი მავნებლური ინიციატივები განწირულია მარცხისთვის, რადგან ჩვენ ვართ ევროპული, ტოლერანტული და თავისუფალი საზოგადოება, რომელიც ხელოვნურად გაჩენილ კრიზისს, მუდმივად საკადრისად პასუხობს", - ნათქვამია განცხადებაში. 25 მარტს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ქართული ოცნების მიერ რამდენიმე კვირის წინ დაანონსებული ჰომოფობიური კანონპროექტი წარადგინა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)