11:24 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-29 11:17:54, 733 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს, შერაზ გასრისა და თავდაცვის ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ფრედერიკ კამპოსს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ირაკლი ჩიქოვანმა სტრატეგიულ პარტნიორს პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარებაში საფრანგეთის მნიშვნელოვანი წვლილი. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისა (SNGP) და ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში საფრანგეთის კონტრიბუციაზე.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები, 2024 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებული მიმართულებები მიმოიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ წარმატებული თანამშრომლობა გაგრძელდება“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
თეთრ სახლში ილია თოფურიას ორთაბრძოლის დროს, თავდასხმა იგეგმებოდა - 8 ეჭვმიტანილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics