|
2024-03-27 14:04:44, 546 ნახვა
საზოგადოება
გენერალურ პროკურატურაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე ტაჯიკეთის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე ტაჯიკეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გენპროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით გამართულ შეხვედრას ტაჯიკეთის რესპუბლიკის პროკურატურის, სამინისტროების, პრეზიდენტის აპარატის და ტაჯიკეთის რესპუბლიკაში გაეროს ბავშვთა ფონდის ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. "გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა, დელეგაციის წევრებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში პროკურატურის მიერ განხორციელებული რეფორმებისა და მიღწეული შედეგების შესახებ ინფორმაცია გააცნო. ტაჯიკეთის რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალიზოდა ნიგინამ, თავის მხრივ, პროკურატურის წარმომადგენლებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების იმპლემენტაციის და შემდგომი სრულყოფის პროცესში გასათვალისწინებელი მნიშვნელოვანი საკითხების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. საქართველოს პროკურატურა, წარმატებული გამოცდილების გაზიარების მიზნით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე საინფორმაციო სახის შეხვედრებს დაინტერესებული ქვეყნების სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან სამომავლოდაც გააგრძელებს",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)