|
2024-03-27 13:20:37, 690 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - ვშიშობ, პატარა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ
ვშიშობ, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. როგორც ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას - გამარჯვების პლატფორმას“ ერთპიროვნულად გამარჯვება მოუწევს. „ახლა დრო აღარ არის წვრილმან საკითხებზე კამათის. უნდა გადავიდეთ საქმეზე. ძალიან ვშიშობ, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები ვერ გადალახავენ 5%-იან ბარიერს. ამიტომ, „ნაციონალურ მოძრაობას – გამარჯვების პლატფორმას“ მოუწევს ერთპიროვნულად ბრძოლა და გამარჯვება. მინდა ვთქვა, რა მოხდება ამის შემდეგ, რადგან გამარჯვებაში ეჭვი არ მეპარება. პირველი კანონი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, ეს იქნება კანონი საპენსიო სესხების განულების შესახებ, რადგან ეს არის არაადამიანური. ჩვენ მთლიანად გავანულებთ სესხებს. მეორე იქნება, რომ გავამარტივოთ ქართველების უკან დაბრუნება და მესამე იქნება ბიზნესსტიმულირების ფონდის შექმნა. მეოთხე კანონი იქნება, რომ არ იყოს გადახურდავებები, სპეკულაციები, ხალხი აგზავნის ფულს და ყველა ვალუტა უნდა იქნას გამოყენებული. ასევე, ყველა მიწა გადავა კერძო საკუთრებაში, გლეხებს ექნებათ მათი გამოსყიდვის შეღავათიანი პირობები, ნულზე დავა აგრარული სესხების პროცენტი. შემდეგი კანონი იქნება ამნისტია, სააკაშვილისთვის არ კეთდება ეს",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)