|
2024-03-25 12:07:49, 622 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთის, ლაჩხუთისა და ჩოხატაურის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ. ოზურგეთში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, არჩილ თალაკვაძე, ვასილ ჩიგოგიძე, რიმა ბერაძე, გია ბენაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში, გიორგი ურუშაძე. შეხვედრაზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა და აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებაზე. აღინიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი გზავნილია, მმართველმა პარტიამ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რისთვისაც უნდა მოხდეს მაქსიმალური მობილიზება. საუბარი შეეხო საქართველოსა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს. ხაზი გაესვა, რომ მეორე ფრონტის გადმოტანის საფრთხე არსად წასულა. „ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა გურიაში, შევხვდი პარტიის აქტივს, ჩვენი გუნდის წევრებს. მოგეხსენებათ, ჩვენ ყველა რეგიონში ჩავდივართ, რათა მოვამზადოთ პარტია არჩევნებისთვის. ეს არჩევნები ძალიან ძლიერად უნდა მოვიგოთ, უნდა გავიმარჯვოთ იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება, რათა არ მივცეთ საშუალება ჩვენი ქვეყნის მტრებს და ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებს, რომ ქვეყანამ შეწყვიტოს მშვიდობიანი განვითარება. გურიაში ძალიან მაგარი განწყობაა. ჩვენი საამაყო გურულები მოტივირებულები არიან, რომ ეს არჩევნები ძალიან ძლიერად მოვიგოთ გურიაშიც. ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ უნდა მოვახდინოთ მაქსიმალურად მობილიზება, რათა ჩვენმა პარტიამ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში. ძალიან რთული დროა, ჩვენი გუნდის წევრებს ვუთხარი, რომ ის საფრთხე, რომელიც შარშან და შარშანწინ იყო, ვგულისხმობ მეორე ფრონტის გადმოტანის საფრთხეს, არსად წასულა, ამიტომ საჭიროა, გონივრულად, მშვიდად და მტკიცედ გავიყვანოთ ქვეყანა სამშვიდობოს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „გურია იშვიათი გამონაკლისი ნამდვილად არ არის, მაგრამ ბევრგან არ მინახავს ასეთი ანთებული, მოტივირებული ხალხი, საზოგადოება. სხვაგანაც ძალიან მაღალია მოტივაცია, მაგრამ გურიაში განსაკუთრებულია. გურულებს განსაკუთრებით აინტერესებთ პოლიტიკა, განსაკუთრებით განსწავლულები არიან ამ საკითხში. ჩვენ ვუზიარებთ ერთმანეთს მოსაზრებებს, ძალიან სასიამოვნოა გურულებთან შეხვედრა ამ საკითხებთან დაკავშირებით, რამდენადაც ისინი ძალიან კარგად ერკვევიან ბევრ თემაში და ძალიან სწორად იგებენ თითოეულ ნიუანსს. თითოეულ გურულს შეუძლია შემოვიდეს სიღრმეებში პოლიტიკურ ნიუანსებთან დაკავშირებით ისე, რომ ერთ შეცდომას არ დაუშვებს. საოცარი ხალხია ამ მიმართულებით, ჩემი დიდი პატივისცემა მათ, ძალიან კარგი შეხვედრა იყო“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შეხვედრები გაიმართა აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის მხარეში. ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება. მომდევნო შეხვედრა 31 მარტს, იმერეთში გაიმართება. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)