19:40 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-22 21:26:58, 836 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის მცდელობისთვის 1 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მეუღლის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, 1 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 მარტს, ახმეტის რაიონში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს დანით 3 ჭრილობა მიაყენა. ბრალდებული ადგილზე მყოფმა პირებმა შეაკავეს, რა დროსაც მან დაზიანება კიდევ ერთ პირს, კერძოდ მეუღლის არასრულწლოვან ნათესავს მიაყენა.

"დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 19-109-ე მუხლის „თ", „კ" და „მ" ქვეპუნქტებით წარედგინა (გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს უკვე მიმართა", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics