|
2024-03-22 18:21:59, 874 ნახვა
მსოფლიო
ბორელი - რუსეთი აგრძელებს ბრუტალურ თავდასხმებს უკრაინის მოსახლეობაზე, ეს უნდა შეჩერდეს
რუსეთი აგრძელებს ბრუტალურ თავდასხმებს უკრაინის მოსახლეობაზე, ეს უნდა შეჩერდეს, - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი გასულ ღამეს რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოსისტემაზე განხორციელებულ შეტევებს. როგორც ბორელი აღნიშნავს, „დნეპროჰესზე“ განხორციელებული თავდასხმა საფრთხეს უქმნის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს და დასძინა, რომ ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მიეცემა. „რუსეთი აგრძელებს ბრუტალურ თავდასხმებს უკრაინის მოსახლეობაზე, ღამის საათებში დრონებითა და რაკეტებით დაბომბა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, დაიღუპა და დაშავდა ათობით ადამიანი, ეს საფრთხეს უქმნის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. ეს უნდა შეჩერდეს, ყველა დამნაშავე მიეცემა პასუხისგებაში“, - წერს ბორელი სოციალურ ქსელ X-ზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)