08:09 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-22 16:26:35, 1301 ნახვა

რეგიონი
ბათუმში ახალი წიგნის „ხალხური თამაშობები აჭარაში“ გამოცემა იგეგმება

აჭარაში ახალი სახელმძღვანელოს „ხალხური თამაშობები აჭარაში“  გამოცემა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს წიგნზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. ამ ეტაპზე რეგიონში შემონახული 50-ზე მეტი ტრადიციული თამაშია მოძიებული. წიგნის გამოცემის მიზანი აჭარის ეთნოკულტურულ სინამდვილეში შემონახული ტრადიციული, არქაული თამაშების თავდაპირველი სახის აღდგენა, სათამაშოების მოძიება-შესწავლა და მათი პოპულარიზაციაა. წიგნში შეტანილი თამაშობები  ორიგინალური ილუსტრაციებით იქნება დასურათებული, რომელზეც ეთნო მხატვარი მუშაობს. წიგნის გამოცემა მიმდინარე წლის ზაფხულისთვის იგეგმება. 

„აჭარის ეთნოგრაფიულმა ყოფამ მრავლად შემოინახა სხვადასხვა სახისა და ხასიათის არაერთი ხალხური თამაში. თამაშობანი ხალხური შემოქმედების ნაყოფია. ისინი აჭარის მეურნეობის, ყოფისა და სოციალური კულტურის სარკეა. მათში აისახება მხარის ცხოვრება. ამავე დროს, თამაშობებში ასახულია სულიერი კულტურის, რელიგიური რწმენა-წარმოდგენების სხვადასხვა მხარე. მათში უფრო მეტი შინაარსი დევს, ვიდრე უბრალო გართობა.

საბავშვო თამაშობათა შესწავლა და პრაქტიკაში მათი კვლავ დაბრუნება პროექტის ერთ-ერთი დანიშნულებაა. პროექტით გათვალისწინებულია, აგრეთვე,  ხალხურ ყოფაში გამოყენებული, ბუნებრივი მასალისაგან დამზადებული სათამაშოების დაფიქსირება და მათი რეწვის შესაძლებლობების კვლევა. ყველაფერი ეს საინტერესო იქნება არა მხოლოდ ქართველი მკითხველისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვისაც“, - აცხადებს ლელა გოგუაძე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics