|
2024-03-21 16:20:56, 996 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბათუმის N26 საჯარო სკოლას ეწვია
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის N26 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მთავრობის ცნობით, ინკლუზიური სწავლების ცენტრში დღეს გამართულ ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ქალაქ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე ესწრებოდნენ. „დღეს საერთაშორისო საზოგადოება აღნიშნავს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს. ჩვენი, ყველას, საზოგადოების, განსაკუთრებით, მთავრობის მოვალეობაა, რომ ვიზრუნოთ დაუნის სინდრომის მქონე მოქალაქეებზე, მათ უფლებებზე, ჯანმრთელობასა და განვითარებაზე",- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. მთავრობის ინფორმაციით, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს ტრანსპორტი უფასოდ ემსახურება. "სკოლაში ბავშვებისათვის შექმნილია სპეციალური სწავლების პროგრამა, მოქმედებს თიხის დამუშავების საამქრო, თექის, ხატვისა და ბატიკის შემსწავლელი ჯგუფები. ეტაპობრივად მიმდინარეობს ბათუმის N26 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის პროცესი. მიმდინარე წელს დაგეგმილია ფასადის სრული რეაბილიტაცია და ინკლუზიური სწავლებისთვის განკუთვნილი სივრცის სრული რეაბილიტაცია-აღჭურვა. ანალოგიური ინკლუზიური განათლების ცენტრის მოწყობა იგეგმება ხელვაჩაურში, რომელიც 2025 წლის სექტემბრიდან უკვე შეძლებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მიღებას",- აღნიშნულია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)