|
2024-03-21 14:58:51, 523 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილმა ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების საკითხებზე გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის დაფინანსების საკითხებზე და ამ მიმართულებით არსებულ ევროპულ გამოცდილებაზე სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. სოლომონ პავლიაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლებს საქართველოში მწვანე ეკონომიკის დანერგვის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით ევროკავშირის დირექტივების შესრულებასა და კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე. „ცირკულარულ ეკონომიკაში არაერთი გამოწვევაა; სწორედ ამიტომ, სხვადასხვა პროექტის განხორციელება და მათში დონორების ჩართულობა, უმნიშვნელოვანესია. სამუშაო შეხვედრაზე ცირკულარული ეკონომიკის დაფინანსების პლატფორმის შექმნაზე ვიმსჯელეთ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ნარჩენების გადამმუშავებლებს მხარდაჭერა და წახალისება სჭირდებათ, ვინაიდან წრფივი ეკონომიკიდან მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა დიდ ძალისხმევას და ფინანსურ რესურსს მოითხოვს. ეს არის რისკების შემცველი ეკონომიკა, ამიტომ მას გარკვეული მხარდაჭერა უნდა აღმოვუჩინოთ“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა. მწვანე შეთანხმების, კავშირის, ეკონომიკისა და ინვესტირების გეგმის საკითხებში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გუნდის ხელმძღვანელის ანელის ვანვიმელბეკეს განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოს მეტ შესაძლებლობას აძლევს, თუმცა უფრო დიდი გამოწვევების და მოთხოვნების წინაშე აყენებს. „ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის მიმართულებით საქართველო, ბოლო წლებში, ხელშესახებ რეფორმებს ახორციელებს, ამიტომაც, ამ მიმართულებით, ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს“, - განაცხადა ანელის ვანვიმელბეკემ. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. ევროკავშირის ტექნიკური დახმარების 2 წლიანი პროექტი 2022 წლიდან ხორციელდება და ის ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მხარდაჭერას გულისხმობს. "შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროების, საქართველოს პარლამენტის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)