|
2024-03-21 11:34:24, 420 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - უჩანეიშვილის ქუჩის N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საყრდენი კედლის მშენებლობა დასრულდა
ვაკის რაიონში, უჩანეიშვილის ქუჩის N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა დასრულდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ამ ტერიტორიაზე, დროთა განმავლობაში, შესამჩნევი გახდა მიწის ჩამოშლის ფაქტები, რაც საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივ მცხოვრებლებს და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. „თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა, გზის სავალი ნაწილის უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიაზე რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი მოაწყო. სამუშაოები, დაახლოებით, ერთი მილიონი ლარით დაფინანსდა“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის განმარტებით, უჩანეიშვილის ქუჩაზე გადაადგილება დღეისთვის სრულიად უსაფრთხოა. „ახლად მოწყობილი კედლის მიმდებარედ, ვაკის რაიონის გამგეობამ საგზაო სამუშაოებიც შეასრულა. საშიშროება მოხსნილია. პროექტის წარმოების ფარგლებში, იყო გარკვეული გამოწვევები კომპანიასთან, ასევე, „წითელ ხაზებთან“ დაკავშირებით, ადგილობრივ მოსახლეობასთან მოგვიწია გარკვეული შეთანხმებების მიღწევა და ყველას მადლობას ვუხდი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
CNN-ის ცნობით, ტრამპი და ნეთანიაჰუ ირანთან მომავალ ომზე ვერ თანხმდებიან
პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთისთვის Starlink-ის დაბლოკვის შემდეგ თავისი ტერიტორიები დაუბრუნა
აშშ-მ უკრაინისთვის Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის აღჭურვილობისა და მომსახურების მიყიდვა დაამტკიცა
ტრამპი რუსეთის საზღვარზე დამატებით 5000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)