10:28 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-21 09:54:24, 447 ნახვა

საზოგადოება
21 მარტი ტყის საერთაშორისო და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

21 მარტი ტყის საერთაშორისო და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ქუთაისში, წმ. ნინოს სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დარგვის აქციაც მოეწყო. მოსწავლეებმა ტყის მნიშვნელობის, მისი დაცვა-აღდგენის შესახებ ინფორმაცია მიიღეს და სიმბოლურად, 21 ძირი წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ნერგი დარგეს. დარგვის აქციას დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები, ქუთაისის დღის ცენტრის „ჯადოსნური სამყარო“ ბენეფიციარები შეუერთდნენ. 

„საზოგადოების ჩართულობა და პროცესის გამჭვირვალობა ტყის მდგრადი მართვის ერთ-ერთი წინაპირობაა; განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების დაინტერესებას და მათ აქტიურობას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პროფესიული განათლების ხელშეწყობა და დარგში ახალგაზრდა კადრის მოზიდვა ეროვნული სატყეო სააგენტოს ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. იმედი გვაქვს, რომ სულ უფრო მეტი დაინტერესება იქნება როგორც ამ პროფესიით, ისე, ტყის ეკოსისტემის მოვლით და შენარჩუნებით“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა.

21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1971 წელს აღიარა. ამ დღის აღნიშვნის მიზანი ტყის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
CNN-ის ცნობით, ტრამპი და ნეთანიაჰუ ირანთან მომავალ ომზე ვერ თანხმდებიან
პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთისთვის Starlink-ის დაბლოკვის შემდეგ თავისი ტერიტორიები დაუბრუნა
აშშ-მ უკრაინისთვის Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის აღჭურვილობისა და მომსახურების მიყიდვა დაამტკიცა
ტრამპი რუსეთის საზღვარზე დამატებით 5000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics