14:28 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-20 21:07:02, 522 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ - თქვენი პოლიცია იყო სადამსჯელო რაზმი სადისტების

თქვენი პოლიცია იყო სადამსჯელო რაზმი სადისტების. ჩვენი ხელისუფლების დროინდელი პოლიცია განსხვავდება ჰაბიტუსით, ქცევით ადამიანობით, ქართველობით, განწყობით და  დამოკიდებულებით", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ  მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის" ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.

მამუკა მდინარაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" მუდამ სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

„ხალხმა, რომელმაც გააღატაკა ქვეყანა, გაყვლიფა,  დღემდე აფინანსებს მოპარული ფულით რაღაც აქტივობებს, ეს ხალხი გველაპარაკება სიღარიბეზე. ჩვენ ჩვენი მომავალი თაობების წინაშე უნდა ვიყოთ მართლები და მათ წინაშე, ვინც ამ ქვეყნის მომავალს წარმოადგენს. ამას ემსახურება ვახტანგ გომელაური, ამას ემსახურება დღევანდელი მთავრობა, რომელმაც რა პრიორიტეტებიც დასახა, ყველაფერს დაარტყეს. ყველა წარმატებას უნდა დაარტყან და უღალატონ საკუთარ სამშობლოს. ეს არის მათი ნიშა და ჩვენ ამ დღის წესრიგს უნდა ვუპასუხოთ. ახალგაზრდებს უნდა ვუთხრათ, რომ  ასეთი  მატყუარა ხალხი ხელისუფლებაში არ უნდა მიუშვა არასდროს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics