|
2024-03-20 13:57:45, 415 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაური - Airbus Helicopters-თან მოლაპარაკებების საფუძველზე, ჩვენ უკვე გადმოგვეცა H 145-ის პირველი ბორტი - ორი ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის უახლოეს პერიოდში იგეგმება
გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, Airbus Helicopters-თან მოლაპარაკებების საფუძველზე, შვეულმფრენების ჩაბარების ვადები შემცირდა და ჩვენ უკვე გადმოგვეცა H 145-ის პირველი ბორტი, ხოლო, შემდეგი ორი ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის უახლოეს პერიოდში იგეგმება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, შვეულმფრენი არის მრავალფუნქციური, რომელსაც შეუძლია პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციების შესრულება. „სასაზღვრო პოლიციის, სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა და ბორტ-ტექნიკოსებმა თეორიული და პრაქტიკული მომზადება გერმანიაში, Airbus Helicopters-ის სასწავლო აკადემიაში გაიარეს. მოგახსენებთ, რომ ეს არის მრავალფუნქციური შვეულმფრენი, რომელსაც შეუძლია პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციების შესრულება. ის სრულადაა დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. ახალი შვეულმფრენი მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
CNN-ის ცნობით, ტრამპი და ნეთანიაჰუ ირანთან მომავალ ომზე ვერ თანხმდებიან
პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთისთვის Starlink-ის დაბლოკვის შემდეგ თავისი ტერიტორიები დაუბრუნა
აშშ-მ უკრაინისთვის Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის აღჭურვილობისა და მომსახურების მიყიდვა დაამტკიცა
ტრამპი რუსეთის საზღვარზე დამატებით 5000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)