|
2024-03-20 13:46:58, 380 ნახვა
საზოგადოება
გომელაური - მნიშვნელოვნად გაფართოვდა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა - დღეის მდგომარეობით, წარგზავნილია 18 პოლიციის ატაშე, საიდანაც 36 სახელმწიფო იფარება
მნიშვნელოვნად გაფართოვდა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა, კერძოდ ირლანდიის რესპუბლიკასა და ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან წარიგზავნენ პოლიციის ატაშეები. დამატებით გადაიფარა 12 ქვეყანა. მინდა მოგახსენოთ, რომ დღეის მდგომარეობით წარგზავნილია 18 პოლიციის ატაშე, საიდანაც 36 სახელმწიფო იფარება, აგრეთვე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები რამდენიმე ქვეყანასთან ატაშეების ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, 2023 წელი მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით - გასულ წელს 12 მაღალი დონის ვიზიტი განხორციელდა. „მინდა გამოვყო ბოლო მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩემს ევროპელ კოლეგასთან. საქართველოს ისტორიაში პირველად, გერმანიის და ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრები ჩვენს ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ, ასევე, გვქონდა ვიზიტები და ოფიციალური შეხვედრები გერმანიასა და უნგრეთში შინაგან საქმეთა მინისტრებთან. ჩემი მოადგილეები ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ და კოლეგებთან შეხვედრები გამართეს - პოლონეთში, ისრაელში, თურქეთში, ლიეტუვაში, ავსტრიისა და ლატვიის რესპუბლიკებში. ოფიციალური ვიზიტების გარდა, პარტნიორ სახელმწიფოებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ხელი მოეწერა რამდენიმე მნიშვნელოვან ოქმსა და ხელშეკრულებას. აქტიურად გაგრძელდა, როგორც გაცვლითი სასწავლო პროგრამები, ასევე ტექნიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება დონორების მხარდაჭერით, რისთვისაც მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
EU-ის წერილი ოპოზიციას: საქართველოს კარი ევროკავშირში კვლავ ღიაა, თუ ოცნება კურსს შეცვლის
POG: მძღოლს, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, ბრალდება წარედგინა
საია: ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია
საქართველოს გამარჯვება ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)