|
2024-03-18 10:34:18, 548 ნახვა
პოლიტიკა
რიჟვაძე - ენმ-ი იმდენად დისკრედიტირებულია, რომ მათი უცხოელი პატრონები ცდილობენ, დაიშალოს და დაშლილის საძირკველზე აღმოცენდეს თითქოს მესამე ძალა
„ნაცმოძრაობა“ იმდენად დისკრედიტირებულია, იმდენად ბევრ დანაშაულთან აქვს პირდაპირი პასუხისმგებლობა, შემხებლობა, რომ მათი უცხოელი პატრონები, დამკვეთები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ დაიშალოს და დაშლილი „ნაცმოძრაობის“ საძირკველზე აღმოცენდეს თითქოს მესამე ძალა, - განაცხადა „იმედი live”-ში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. რიჟვაძის თქმით, ბათუმი პოლიტიკურად ძალიან აქტიური ქალაქია და ოპოზიციურ სპექტრში დიდი თუ პატარა გადალაგება, თავის გამოძახილს ჰპოვებს აჭარაში. „ჩვენი დისკრედიტირებული ოპონენტები ვერაფერ ახალს ვერ სთავაზობენ საზოგადოებას, ქართველ ხალხს, ეს ყველა გადაჯგუფება არის ხელოვნური. მთავარი საკითხი, რაც დღის წესრიგში უდგათ, არის კომიკურ ხაბეიშვილითან ვინ გაერთიანდება. აქეთ თითქოს „ახალი“, ორი ოროსანი - ნიკა მელია და ნიკა გვარამია თითქოს რაიმე ახალს სთავაზობს საზოგადოებას, რეალურად ეს არის ნეონაცისტური ფრთა. ძალიან კარგად იცის ჩვენმა საზოგადოებამ, რომ ყველა ეს არის წვრილფეხობა იმ დიდი „ნაცმოძრაობის“, რომელიც წლების განმავლობაში, მათი მმართველობის დროს არაერთ დანაშაულთან არის კავშირში. იმდენად დისკრედიტირებულია ეს პოლტიკური ძალა, იმდენად ბევრ დანაშაულთან აქვს პირდაპირი პასუხისმგებლობა, შემხებლობა, რომ ახლა მათი უცხოელი პატრონები, დამკვეთები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ დაიშალოს და ამ დაშლილი „ნაცმოძრაობის“ საძირკველზე აღმოცენდეს თითქოს მესამე ძალა“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. მისივე თქმით, პოლიტიკური აქტორები, რომლებიც სახელდახელოდ ახალ პარტიებს ქმნიან, სხვებისგან საარჩევნო პარტიულ ნომრებს თხოულობენ. „ესენი გახლავთ პირდაპირ ან „ნაცმოძრაობის“ წიაღიდან აღმოცენებული კონკრეტული პოლიტიკოსები, ან მათთან უშუალო კავშირში მყოფი ე.წ. ბიზნესმენები. საუბარი მაქვს მათ შორის პარტია „ლელოს“ დამფუძნებელზე, რომელიც მთელმა საქართველომ იცის, რომ ჩვეულებრივი მევახშეა. ისინი აჭარაშიც ცდილობენ, ხალხს მათი ტელევიზიების საშუალებით შეასაღონ თითქოს ახალი პარტიული შემადგენლობა, სინდიკატები, მაგრამ ჩვენი ხალხი ძალიან ბრძენი და გამოცდილია. 2021 წელსაც, როცა ყოფილი პრემიერ-მინისტრი გახარია გადადგა, ახალი პარტია შექმნა და თავს ასაღებდა, რომ იყო „ქართული ოცნების“, კონკრეტულად კი ბატონი ბიძინა ივანიშვილის პროექტი, ხალხმა ძალიან კარგად გაარკვია და მალე გაიგო, რომ ეს იყო პოლიტიკური თაღლითობა. ამ შემთხვევაშიც პრაქტიკულად სურათი უცვლელია, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და ამ ჯამს ჩვენ ვნახავთ არჩევნებზე. თამამად, ზედმეტი თავდაჯერების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ამ კონფიგურაციით და ოპოზიციურ ველზე დღეს არსებული სურათით, „ქართული ოცნება“ ძალიან ახლოს იქნება და გარანტირებულად შეძლებს მოიპოვოს კონსტიტუციური უმრავლესობა როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)