06:42 - 22 May, 2026
|
2024-03-15 23:06:06, 746 ნახვა
მსოფლიო
პუტინი - კიევის რეჟიმი რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებით ცდილობს, არჩევნებს ხელი შეუშალოს - ეს დაუსჯელი არ დარჩება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთზე დარტყმებს არჩევნების პროცესის ჩასაშლელად და მოსახლეობის დასაშინებლად ახორციელებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოწინააღმდეგის დარტყმები დაუსჯელი არ დარჩება. „ხმის მიცემის პროცესის ჩაშლის, თუნდაც უკრაინასთან სასაზღვრო ოლქებში ხალხის დაშინების მიზნით, კიევის ნეონაცისტურმა რეჟიმმა ჩაიფიქრა და ცდილობს, განახორციელოს დანაშაულებრივი დემონსტრაციული შეიარაღებული აქციების რიგი. ეს, პირველ რიგში, რუსეთის ტერიტორიაზე მშვიდობიან დასახლებულ პუნქტებზე დარტყმების განხორციელებაა“, - განაცხადა პუტინმა. ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)