|
2024-03-15 13:31:02, 1148 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე „ახალის“ შესახებ - საქმე გვაქვს დისკრედიტირებულ, გაბანკროტებულ პოლიტიკურ ფიგურებთან
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ახალი ოპოზიციური პარტიის „ახალის" შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ „ოპოზიციური სპექტრი დაცლილია შინაარსისგან და ფსევდო ახალი სახეები ცდილობენ, გარკვეული სიახლე შემოიტანონ პოლიტიკურ ცხოვრებაში“. მისი თქმით, „მათ ძალიან გაუჭირდებათ დამკვიდრება და ასევე, გაუჭირდებათ მინიმალური ბარიერის გადალახვაც“. „სამწუხაროდ, ოპოზიციური სპექტრი დაცლილია შინაარსისგან. ფსევდო ახალი სახეები ცდილობენ, რომ გარკვეული სიახლე შემოიტანონ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს დისკრედიტირებულ, გაბანკროტებულ პოლიტიკურ ფიგურებთან და დარწმუნებული ვარ, მათ ძალიან გაუჭირდებათ დამკვიდრება და ასევე, გაუჭირდებათ მინიმალური ბარიერის გადალახვაც. ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ რამდენი სახელიც და პარტიული ნომერიც არ უნდა შეიცვალონ, სხვათაშორის, პარტიული ნომერიც სხვისგან ითხოვეს და მათ წარმატებაზე საუბარი გადაჭარბებულია. დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბერში ყველა კიდევ ერთხელ ნახავს, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა „ქართული ოცნება" მორიგ ჯერზე, საკონსტიტუციო უმრავლესობით გაიმარჯვებს ამ არჩევნებში", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ, როგორც ამას აჭარის მთავრობა იუწყება.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)