|
2024-03-14 10:57:25, 899 ნახვა
პოლიტიკა
TI - უმაღლესი თანამდებობის პირების რიტორიკა მიანიშნებს, რომ ხელისუფლება ევროკომისიის მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადებით, მართლმსაჯულების რეფორმა საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ბოლო პერიოდში უმაღლესი თანამდებობის პირების რიტორიკა იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ევროკომისიის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულებას. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ამ მოთხოვნების შეუსრულებლობამ, შესაძლოა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეაფერხოს და საბოლოოდ გაწევრიანების პერსპექტივას მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას. "ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს:
საქართველოს ხელისუფლების გეგმა ევროკავშირის რეკომენდაციების საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ 2023 წლის 27 ნოემბერს განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა დაამტკიცა, რომელშიც მართლმსაჯულების რეფორმის მიმართულებით მხოლოდ სამი აქტივობაა გათვალისწინებული - მათგან ერთი სამუშაო ჯგუფის შექმნას ითვალისწინებს, ხოლო მომდევნო ორი აქტივობა საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებაზე მხოლოდ ზოგად მითითებას აკეთებს. დოკუმენტი იმდენად ზოგადი და ბუნდოვანია, რომ შეუძლებელია რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველოს ხელისუფლების მიერ გადასადგმელი ნაბიჯების განსაზღვრა. ამ დროისთვის ცნობილია პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულება, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციების ერთ კომპონენტს - მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს ეხება. ამავდროულად, პარლამენტმა უმრავლესობის დეპუტატების მიერ 2023 წლის ოქტომბერში ინიცირებული იმ კანონპროექტის განხილვა დაიწყო, რომელიც ვენეციის კომისიას უარყოფითად აქვს შეფასებული. ვენეციის კომისიის დასკვნით, სასამართლო სისტემაში კორპორატივიზმის პრობლემის მოგვარებას მრავალხმრივი და ყოვლისმომცველი რეფორმა სჭირდება, რაც ამ კანონპროექტით ვერ მიიღწევა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხედვა ევროკომისიის პირობებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგას:
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)