17:13 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-12 17:37:00, 861 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი კალაძეზე - ცხვირს ჰყოფს ყველგან იმიტომ, რომ ყველა კარტელური, კრიმინალური გარიგების წილშია

თბილისის მერს, კახა კალაძეს არ უნდა ეცალოს, საწვავის ფასების თემა სასაცილოდ აიგდოს და დასცინოს ხალხს, ვისაც ეს აწუხებს, მაგრამ ცხვირს ჰყოფს ყველგან იმიტომ, რომ ყველა კარტელური, კრიმინალური გარიგების წილშია,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, "როგორ შეიძლება, არასერიოზულად პასუხობდე კითხვას, რომელსაც ადამიანი ყოველდღიურად ეხება". 

"თბილისის მერს, კახა კალაძეს არ უნდა ეცალოს, საწვავის ფასების თემა სასაცილოდ აიგდოს და დასცინოს ხალხს, ვისაც ეს აწუხებს, მაგრამ ცხვირს ჰყოფს ყველგან იმიტომ, რომ ყველა კარტელური, კრიმინალური გარიგების წილშია.

როგორ შეიძლება, არასერიოზულად პასუხობდე კითხვას, რომელსაც ადამიანი ყოველდღიურად ეხება და აწუხებს? წლების შედარება არ მოსწონთ, თურმე და როცა უნდათ, 2005-2006 წლებში ჩადიან.

გვიპასუხეთ, 2024 წელს, პორტამდე მოსული საწვავი 1.65 ლარი რომ ღირს, პორტიდან 200 მეტრში 3.2 ლარი რატომ ღირს? უთხარით ხალხს სიმართლე! 1.65 ლარი არ არის ის ფასი, რაც პორტამდეა? და ამ 1 ლარს და 50  თეთრს ვინ და რაში ამატებს?"- აცხადებს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, დღეს, 12 მარტს თბილისის მერი კახა კალაძე ფასების ზრდასთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ლევან ხაბეიშვილი "პერფორმანსით არის დაკავებული".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics