17:12 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-12 17:10:46, 838 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - ოლიგარქს ქვეყანას ხელიდან გამოვგლეჯთ - ეს ერთხელ უკვე გაკეთებული მაქვს და შევძლებ ხელახლა

“გამარჯვების კოალიცია”, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, ოლიგარქს ქვეყანას ხელიდან გამოვგლეჯთ და ისევ დავუბრუნებთ ხალხს - მე ეს ერთხელ უკვე გაკეთებული მაქვს და მას შემდეგ უზარმაზარი გამოცდილება დამემატა - ასე რომ, შევძლებ ხელახლა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის განცხადებით, "სიმწრით შექმნილი სახელმწიფო ერთმა ადამიანმა მიიტაცა".

"სიმწრით შექმნილი სახელმწიფო ერთმა ადამიანმა მიიტაცა. ამ ადამიანის ქონებრივ ინტერესებს ებმება საკადრო პოლიტიკაც -  წულუკიანი გადაიყვანეს კულტურის მინისტრად, რადგან ივანიშვილს თავისი მორიგი უგემოვნო შენობისთვის მუზეუმის ტერიტორია სჭირდებოდა. ამჯერად, ჯანდაცვის მინისტრი მოხსნეს იმიტომ, რომ მან ვერ შეძლო რესპუბლიკური საავადმყოფოს კოლექტივის წინააღმდეგობის გადალახვა და საავადმყოფოს ტერიტორიის ივანიშვილის სამშენებლო მოედნად გადაქცევა. ახლა მიიყვანეს კაცი, რომელიც სადამსჯელო ღონისძიებებს განახორციელებს. 

ჩემი მთავრობის პრინციპი იყო "ყველაფერი ხალხისთვის”, ამათი - "ყველაფერი ოლიგარქისთვისა და მისი მონებისთვის, ხოლო ხალხისთვის ზედმეტია". იგივე სამედიცინო სფეროში, რომელიც ქართველებისთვის ტრადიციულად ძალიან პრესტიჟული იყო, ჩვენ გვყავდა ბევრი სახელოვანი ექიმი.

ვიცი, რაზე ვსაუბრობ, ჩემი ბაბუა მიშა სააკაშვილი სამედიცინო ინსტიტუტის დამფუძნებელი რექტორია. დღეს კი. ჩვენი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების 75% უცხოელები არიან და ასეა ყველა სფეროში. 

“გამარჯვების კოალიცია” “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, ოლიგარქს ქვეყანას ხელიდან გამოვგლეჯთ და ისევ დავუბრუნებთ ხალხს. ეს გამოიწვევს ფასების მკვეთრ შემცირებას, ხელფასების მომატებას, ასობით ათასი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილის შექმნას, აქ მყოფი ხალხის დასაქმებასა და წასულების დაბრუნებას. მე ეს ერთხელ უკვე გაკეთებული მაქვს და მას შემდეგ უზარმაზარი გამოცდილება დამემატა - ასე რომ, შევძლებ ხელახლა",- წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics