|
2024-03-12 15:56:52, 544 ნახვა
საზოგადოება
მუხიანის დასახლებას კიდევ ერთი რეაბილიტირებული სკვერი შეემატა
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, გლდანის რაიონში, გობრონიძისა და ნონეშვილის კვეთაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა. რეაბილიტაციის შედეგს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, პაატა ტოგონიძესთან ერთად გაეცნო. დედაქალაქის მერის მოადგილის განცხადებით, მუხიანის დასახლებაში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე ეწყობა. „მუხიანის დასახლებაში დასრულდა ნახევარი ჰექტარი რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია. აღნიშნულ პროექტზე 1 250 000 ლარი დაიხარჯა. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნული სივრცე იყო გასხვისებული და იგეგმებოდა სამშენებლო პროექტის განხორციელება. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, მაჟორიტარისა და მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდა აღნიშნული ტერიტორიის ადგილმონაცვლეობა და დღეს ვხედავთ, რომ აქ მოეწყო სავარჯიშო და საბავშვო სივრცეები, ასევე განხორციელდა გამწვანების ღონისძიებები. მუხიანში ჩვენ კიდევ ვაგრძელებთ სხვადასხვა პროექტის განხორციელებას. 2 ჰექტარ ფართობზე კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე ეწყობა. გარემოს დაცვის მიმართულებით, ქალაქის მასშტაბით, ჯამში დაახლოებით 10 მისამართზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორი ვახტანგ ნოზაძე, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე და საკრებულოს დეპუტატი კოტე ზარნაძე. სამუშაოების ფარგლებში 4 100 კვ. მ ტერიტორიაზე დამონტაჟდა წყლის სასმელი სოკო, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები; ჩატარდა გამწვანების ღონისძიებები, კერძოდ, დაირგო 862 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი, 3340 კვ. მ ფართობზე დაითესა ბალახი და მოეწყო სარწყავი სისტემა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
დრონებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს
პაპუაშვილი ფიშერზე: მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა დიფ სთეითზე, დაგვცინის
EU-ის წერილი ოპოზიციას: საქართველოს კარი ევროკავშირში კვლავ ღიაა, თუ ოცნება კურსს შეცვლის
POG: მძღოლს, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, ბრალდება წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)