|
2024-03-12 11:14:21, 786 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე არახამიას განცხადებაზე - ეს ამყარებს ჩვენს რწმენას, რომ რაღაცები არ ხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს
როდესაც კეთდება ასეთი გაუგებარი განცხადებები, ეს ამყარებს ჩვენს რწმენას იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცები არ ხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს,- ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ურთიერთობის ნორმალიზებასთან" დაკავშირებით უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, არახამიას „ასეთი დამოკიდებულება დასანანი და სამწუხაროა". „არახამიას განცხადებამ დადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით განცხადებაში. ეს არის დამოკიდებულება, რომელსაც აჩვენებს კონკრეტულად ეს წარმომადგენელი უკრაინის ხელისუფლების, რაც ძალიან დასანანია, ძალიან სამწუხაროა. თქვენ უკვე იცით, რომ ჩვენ ძალიან მყარად ვუჭერთ მხარს უკრაინელ ხალხს, სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინის სახელმწიფოს, რაც არის გამოხატული არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული საქმით. ეს არის 600-ზე მეტი მხარდაჭერილი აქტი, რეზოლუციები და სხვა დოკუმენტები, სხვა გადაწყვეტილებები; ეს არის ფართო ჰუმანიტარული დახმარება. როდესაც ამ ფონზე კეთდება ასეთი გაუგებარი განცხადებები, ეს ამყარებს ჩვენს რწმენას იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცები არ ხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს. თუმცა, უკრაინა დღეს არის ძალიან მძიმე ვითარებაში, უკრაინელი ხალხი არის ომის მდგომარეობაში და აქედან გამომდინარე, ჩვენ პირველ რიგში, პატივს ვცემთ უკრაინელ ხალხს და შესაბამისად, არ ვაპირებთ არახამიასა და სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, გუშინ, 11 მარტს საქართველოს მთავრობამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „უპირველეს ყოვლისა, ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ". საქართველოს მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია და დაასახელა 3 პუნქტი, რომელიც მისი თქმით, საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სჭირდება.
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)