18:05 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-11 16:28:21, 693 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - „ნაცები“ და მათი პატრონები როდის გაჩერდებიან იცით? როდესაც სასამართლოში დასხდებიან მათი მომხრეები და ხელისუფლებას ხალხის არჩევანის გარეშე ჩაიგდებენ ხელში

თქვენ გვთავაზობთ, რომ გავიზიაროთ ალბანეთის მაგალითი, რომელიც დაახლოებით, 40 პუნქტით უკან არის სასამართლოსთან დაკავშირებული შეფასებით მსოფლიო რეიტინგებში. თქვენ გვთავაზობთ, რომ გავხდეთ უფრო ცუდები, ამ რეფორმამ ალბანეთს მოუტანა ის, რომ ჩამოგვრჩება რამდენიმე ათეული პუნქტით,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ე.წ. ვეტინგის თემაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, "ოპოზიციას ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღება არა კეთილსინდისიერებისთვის, არამედ დამოუკიდებელი მოსამართლეებისგან სასამართლო სისტემის გასაწმენდად სურს".

"გვთავაზობთ, რომ გადავიღოთ ალბანეთის, მოლდოვის, უკრაინის მაგალითები, რომლებიც ჩვენ ჩამოგვრჩებიან. რაღაცაში უფრო წინ ვართ და თქვენ გვეუბნებით, ვინც უკან არის, მივბაძოთ იმას - რანაირი მიდგომაა ეს?! ამ დროს, გამოდის, კეთილსინდისიერებაზე კი არ არის საუბარი, მართლაც წმენდაზეა ლაპარაკი, რომ უნდა გაწმინდონ დამოუკიდებელი მოსამართლეებისგან და დასვან "ნაცი" მოსამართლეები. საბოლოო მიზანი ეს არის. "ნაცები" და მათი პატრონები როდის გაჩერდებიან იცით? როდესაც სასამართლოში დასხდებიან მათი მომხრეები და ხელისუფლებას ჩაიგდებენ ხელში. ეს არის გზა იმისაკენ, რომ ხალხის არჩევანის გარეშე ჩაიგდონ ხელისუფლება ხელში. ამის უფლებას და საშუალებას არ ვაძლევთ",-  განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics