19:15 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-11 15:48:04, 761 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - ნომერი 4 და პარტია „ახალი“ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას ჯადოს აუცილებლად მოხსნის

ნომერი 4 და პარტია „ახალი“ აუცილებლად მოხსნის ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას პოლიტიკურ ჯადოს, - ამის შესახებ ნიკა მელიამ პარტია „ახალის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მელია აღნიშნავს, „დღეს, როგორც არასოდეს, საზოგადოებას, პოლიტიკურ ცხოვრებას სჭირდება სუფთა რეპუტაცია, კომპეტენცია, გამბედაობა, ახლებური მიდგომა და ეს ყველაფერი ამ გუნდში იქნება თავმოყრილი".

„სამწუხაროდ, დღეს პოლიტიკაში შეიკრა მანკიერი წრე და მანკიერმა წრემ ჩაკეტა პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი. ამ ჩაკეტილობამ გამოიწვია ურთიერთბრალდებები, უნდობლობა. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მძიმე გვერდითი ეფექტი არის სახეზე, როდესაც ხალხს, პრაქტიკულად, მოვწყდით და მხოლოდ ერთმანეთში ვსაუბრობთ. მიმაჩნია, რომ დღევანდელი დღე იქნება ამ მოჯადოებული წრის გარღვევა.

ნომერი 4 და პარტია „ახალი“ აუცილებლად მოხსნის ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას პოლიტიკურ ჯადოს. აქ არავინ არავის გვერდით არ დგას, ჩვენ ერთმანეთს ვუდგავართ გვერდში და მჯერა, რომ ყველაზე რთულ, კომპლექსურ პრობლემას ხშირად აქვს მარტივი გამოსავალი და ეს გამოსავალი დღეს ჩვენ ვიპოვეთ. ეს მარტივი გამოსავალი ცოტა ხანში გადაიქცევა მომავლის იმედად და გამარჯვების რწმენად“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ და "მთავარი არხის" დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ პარტია "ახალში" გაერთიანების შესახებ განაცხადეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics