|
2024-03-08 13:20:17, 888 ნახვა
პოლიტიკა
დავითულიანი ცესკოს და სასამართლოს რეფორმაზე - ჩვენ მივიღეთ ის სისტემა, რომელიც ჩვენ ქვეყანას წაადგება
ჩვენ მივიღეთ ის სისტემა, რომელიც ჩვენ ქვეყანას წაადგება და რომელიც დაფუძნებულია იმ პრინციპებზე, რომლითაც ხელმძღვანელობს ევროკავშირი. მათ შორის, იმ პრინციპებზე მცირე კორექტირებით, რომელზეც გასცა რეკომენდაცია ვენეციის კომისიამ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა ცესკოს და სასამართლოს რეფორმის თაობაზე. დავითულიანის თქმით, მმართველი გუნდის მიერ კანონპროექტების შექმნა მიმდინარეობს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ხოლო ოპოზიციის ვერსია ინსტიტუციურად არ წაადგებოდა ქვეყანას. „რეკომენდაციების გათვალისწინებით მიდის კანონპროექტების შექმნა. ცესკოს შემთხვევაში, სასამართლო რეფორმის შემთხვევაში მმართველმა გუნდა წარმოადგინა თავისი კანონპროექტები, რომლებიც ნაწილი იქნა მიღებული და ნაწილი პროცესშია. ოპოზიციის ვერსია, რომ იმ გვარად დაეკომპლექტებინათ ცესკო, იმგვარად დაეკომპლექტებინათ სასამართლო სისტემა, რომ მათი პოლიტიკური ზეგავლენა ყოფილიყო ამ ინსტიტუციებში არ იქნა რა თქმა უნდა გათვალისწინებული და ეს იყო არასწორი ვერსია, რომელიც ინსტიტუციურად ამ ქვეყანას არ წაადგებოდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, რომ ცესკოს თავმჯდომარე იყოს არჩეული 6 თვით, დროებით, შემდეგ მის არჩევანს ხმა არ მისცენ, მას ჰყავდეს პოლიტიკური ნიშნით შერჩეული მოადგილე, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის გადაყენების შემდეგ პოლიტიკურად წარმართვას პროცესებს საარჩევნო კომისიაში, რაც არის ცალსახად მიუღებელი და არ შეიძლება ეს დავუშვათ ქვეყანაში“, - განაცხადა დავითულიანმა.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)