|
2024-03-07 13:18:25, 562 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ კომუნიკაციების სახელოსნოს მონაწილეებმა ფინალური პროექტები წარადგინეს
"თიბისის" ტრენინგ ცენტრში, ახალგაზრდებისთვის, გარდა თეორიული ლექციებისა, მოეწყო რეალური სამუშაო გარემო. მონაწილეები, სამი თვის განმავლობაში, ეუფლებოდნენ მოლაპარაკების ხელოვნებას, მიზნების და სურვილების მკაფიოდ და დამაჯერებლად გადმოცემას, აუდიტორიის წინაშე საჯაროდ გამოსვლის ტექნიკებს; ისწავლეს საერთო მიზნის მისაღწევად სხვებთან თანამშრომლობა – მსჯელობა, გადაწყვეტილების მიღება, საერთო საქმის მართვა, გუნდურად მუშაობა და სხვა. კურსის ფარგლებში, მონაწილეები, გუნდებად მუშაობდნენ და ბოლოს, საკუთარი პროექტები წარადგინეს, რომელთა შორისაც იყო მენტალური ჯანმრთელობის ჩატბოტი. მის შექმნაზე, ის მოსწავლეები მუშაობდნენ, რომლებმაც მანამდე, "თიბისის" ტექსკოლაში, ჩატბოტების შექმნის კურსი გაიარეს. „კომუნიკაციების სახელოსნოში დეტალურად და საინტერესოდ შევისწავლეთ, თუ რას ნიშნავს რეალურად კომუნიკაცია. ადრე თუ ვთვლიდი, რომ კომუნიკაცია ჩემი ძლიერი მხარე იყო, კურსის ფარგლებში ნელ-ნელა ვიაზრებდი მის სიღრმისეულ ნაწილს. კურსის დახმარებით, დღეს გამართულად შემიძლია საჯარო პრეზენტირება, ისევე როგორც პატარა აუდიტორიის წინაშე, საკუთარ თავთან და ერთ ადამიანთან კომუნიკაცია. ამ ყველაფერს მიღმა, აღსანიშნავია, რომ პროექტის განსაკუთრებულობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ კომუნიკაციებთან ერთად, შეისწავლი საკუთარ თავს, ხვდები თუ როგორ შეგიძლია ამ ყველაფრის გადაანალიზება, ჯგუფურ მუშაობასთან ერთად, იაზრებ საკუთარ პასუხისმგებლობას და საბოლოოდ, ქმნი პროექტს, რომელშიც ერთიანდება შენი უკვე არსებული და შეძენილი ცოდნა და გამოგაქვს იმ სახით, რომ აღნიშნული პროექტით დაეხმარო შენს შერჩეულ აუდიტორიას“, - აცხადებს ელენე ფურცელაძე, "თიბისის" ტექსკოლისა და კომუნიკაციების სახელოსნოს კურსდამთავრებული „თიბისისთვის" ახალი თაობის მხარდაჭერა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, ახალი თაობის წარმომადგენლებს, მუდმივად ვთავაზობთ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებსა თუ პროგრამებს. კომუნიკაციების სახელოსნოში, "თიბისის" ტექსკოლის კურსდამთავრებულებს საშუალება მიეცათ, რომ კომუნიკაციების უნარები მეტად განევითარებინათ. მოხარული ვარ, რომ მონაწილეებმა ორივე პროექტში მიღებული ცოდნა შეაჯამეს და დამოუკიდებლად შეძლეს, ძალიან ღირებული პროდუქტების შექმნა“, - ამბობს მარიამ თევზაძე, "თიბისის" სტრატეგიული პროექტების მენეჯერი. კომუნიკაციების სახელოსნოში, გამოცდილ მენტორებთან ერთად, უფროსკლასელები ყველა იმ უნარის დახვეწასა და გაუმჯობესებაზე მუშაობდნენ, რომელიც დღეს, საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, წარმატების მისაღწევად კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ეს კი უზრუნველი მომავლის საწინდარია.
პსპ ფარმა თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
18 ევროპარლამენტარი EU-ს მიმართავს, შეაფასონ იმედის საქმიანობა, განსაზღვრონ შესაძლო ზომები
დრონებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს
პაპუაშვილი ფიშერზე: მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა დიფ სთეითზე, დაგვცინის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)