|
2024-03-07 12:47:50, 592 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ჩიქოვანი დასავლეთის სარდლობის სამხედრო ბაზებზე არსებულ ვითარებას ეცნობა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას ეცნობა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს. მათი ცნობით, მინისტრმა გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ქუთაისის სამედიცინო ცენტრი, ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადა და კოპიტნარში საჰაერო თავდაცვის ბაზა მოინახულა. "ირაკლი ჩიქოვანი ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის სამუშაო პროცესს და ახალ სამედიცინო აპარატურას გაეცნო, რომელიც ქუთაისის ჰოსპიტალს შეემატა. ახალი თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სამედიცინო ცენტრი, გორის სამხედრო ჰოსპიტლის პარალელურად, სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს. მინისტრი ხონში, დასავლეთ სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებს გაეცნო. მან გარემონტებული ყაზარმები, განახლებული სასადილოს შენობა და მულტიფუნქციური სპორტული მოედანი დაათვალიერა. ირაკლი ჩიქოვანი კოპიტნარში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ და ყაზარმის სარემონტო სამუშაოებსაც გაეცნო. დასავლეთის სამხედრო ბაზებზე თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან, მის მოადგილესთან - გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ჯონი ტატუნაშვილთან და დასავლეთის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კობა გრიგოლიასთან ერთად იმყოფებოდა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
პსპ ფარმა თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
18 ევროპარლამენტარი EU-ს მიმართავს, შეაფასონ იმედის საქმიანობა, განსაზღვრონ შესაძლო ზომები
დრონებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს
პაპუაშვილი ფიშერზე: მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა დიფ სთეითზე, დაგვცინის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)