14:18 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-06 10:36:34, 851 ნახვა

საზოგადოება
1-ელი აპრილიდან დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება

დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე 1-ელი აპრილიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

მისივე განმარტებით, 1-ელი მარტიდან კონკრეტულ მისამართებზე უკვე განთავსებულია საინფორმაციო ჯიხურები. 

„კიდევ ერთხელ შევახსენებ მოსახლეობას, რომ 1-ელი აპრილიდან დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება. იმისთვის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ საცხოვრებელ სახლებთან უფასოდ გააჩერონ ავტომანქანები, ადგილობრივ მცხოვრებლებს მოვუწოდებ, დროულად მიმართონ განთავსებულ პავილიონებს და დაარეგისტრირონ ავტომობილები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა დაასახელა მისამართები, სადაც მოქალაქეები აღნიშნულ მომსახურებას მიიღებენ. კერძოდ, პავილიონები განთავსებულია შემდეგ მისამართებზე: წერეთლის გამზირი N118 (საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარედ); წერეთლის გამზირი N12ა-ს მიმდებარედ; წერეთლის გამზირი N116; წერეთლის გამზირი  N76; წერეთლის გამზირი N48; წერეთლის გამზირის N140 (მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარედ); წყალტუბოს ქუჩა N10

მისი თქმით, პავილიონები მუშაობს ყოველდღე, კვირისა და ორშაბათის გარდა, 09:00-დან 18:00 საათამდე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა
სუს-მა გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა
უკრაინის მასშტაბით ყოველდღე წუთიერი დუმილი გამოცხადდება
პსპ ფარმა თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics