|
2024-03-05 12:56:46, 751 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ივანიშვილის პოზიციას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს
ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ჩვენთვის, ბუნებრივია, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვას, ჰქონდა თუ არა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაცია ჯანდაცვის მინისტრის პოსტთან დაკავშირებით, კობახიძემ ასე უპასუხა: "რა რეჟიმში წარიმართება პარტიული და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, ეს არის ჩვენი შიდა სამზარეულო, ჩვენი საქმე. როდესაც მიიღება ასეთი პრინციპული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ჩვენ გვაქვს კონსულტაციები გუნდის ყველა ლიდერთან. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოზიციას, ჩვენთვის ამას აქვს, ბუნებრივია, განსაკუთრებული მნიშვნელობა არა მარტო იმის გამო, რომ ის არის ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ჩვენი პარტიის ლიდერი, არამედ პირველ რიგში იმის გამო, რომ მას აქვს განსაკუთრებული დამსახურება გუნდის წინაშე და განსაკუთრებული უნარი, რომ სწორი რჩევა მისცეს".
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)