|
2024-03-02 15:33:45, 543 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - არაფერი ისე არ აღვივებს ანტიევროპულ და ანტიდასავლურ განწყობებს ქართულ საზოგადოებაში, როგორც სააკაშვილის მოდერნიზაციის სიმბოლოდ წარმოჩენა
არაფერი ისე არ აღვივებს ანტიევროპულ და ანტიდასავლურ განწყობებს ქართულ საზოგადოებაში, როგორც მიხეილ სააკაშვილის მოდერნიზაციის სიმბოლოდ წარმოჩენა და შესაღება-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მდინარაძის თქმით, თუკი ვინმე ანტიევროპულ განწყობებს აღვივებს, პირველ რიგში, არიან ის ადამიანები, ვინც მიხეილ სააკაშვილს ასე პოზიტიურ ჭრილში წარმოადგენენ. „თუკი ვინმე ცდილობს, რომ ეს ადამიანი [მიხეილ სააკაშვილი] არის მოდერნიზატორი და ასე შემოგვასაღოს, ქართული საზოგადოება ამას არ მიიღებს. ყველას ვთხოვ, ჩვენ ევროპელ კოლეგებს, თუნდაც მიხეილ სააკაშვილის იმ გულმხურვალე კობისტებს, რომლებიც ახერხებდნენ ხოლმე სადღაც ჩაატიონ ეს დათქმები რომელიღაც რეზოლუციაში და ა.შ. ყველამ გაითვალისწინოს, რომ თუკი ვინმე ანტიევროპულ განწყობებს აღვივებს, პირველ რიგში, ესენი თავად არიან, ვინც მიხეილ სააკაშვილს ასე პოზიტიურად წარმოადგენენ იმიტომ, რომ საქართველომ და მისმა უდიდებულესობა საზოგადოების უმრავლესობამ იცის, რომ ეს იყო მკვლელობის, წამების, გაუპატიურების, ბიზნესის რეკეტის, ღირსების აყრის, სიტყვის თავისუფლების ჩახშობის სიმბოლო და არა მოდერნიზაციის. ტყუილზე აგებული მისი პიარ კამპანია აზიანებს ევროპულ განწყობებს საქართველოში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)