|
2024-03-02 15:06:02, 624 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი პატრიარქის შესახებ პრეზიდენტის განცხადებაზე - ეს არის დიდი ანტიქართული მოვლენა, პირდაპირ შეტევა პატრიარქზე, ეკლესიაზე
ანტიქართული მოვლენა, პირდაპირ შეტევა პატრიარქზე და ეკლესიაზე - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, იმის შესახებ, რომ „ეკლესიასთან დაკავშირებით კომპლექსური ვითარებაა, ერთ-ერთი მიზეზია პატრიარქის სისუსტე. აქვე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ ეკლესია შეძლებს, აირჩიოს პროქართველი, პროევროპელი და არა პრორუსი პატრიარქი“. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, "საქმე გვაქვს დიდ ანტიქართულ მოვლენასთან და სალომე ზურაბიშვილმა თავისი სახე წარმოაჩინა". „როგორ შეიძლება, ჩვენს ძვირფას ადამიანზე, პატრიარქზე რომ ასეთ მკრეხელურ განცხადებას გააკეთებს ადამიანი და მით უმეტეს ვინ, პრეზიდენტი. აქ საქმე გვაქვს დიდ ანტიქართულ მოვლენასთან, ეს არის დიდი ანტიქართული მოვლენა, პირდაპირ შეტევა პატრიარქზე, ეკლესიაზე და ვფიქრობ, ეს თავად სალომე ზურაბიშვილის სახეს წარმოაჩენს ძალიან კარგად. ის ნიღაბი, რაც მას ჰქონდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, არის ჩამოხსნილი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)