10:23 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-01 20:23:16, 851 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი - ღაზას სექტორი გახდა ადგილი, სადაც საერთაშორისო წესრიგმა თავისი გაკოტრების შესახებ გამოაცხადა

ღაზას სექტორი გახდა ადგილი, სადაც საერთაშორისო წესრიგმა თავისი გაკოტრების შესახებ გამოაცხადა, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანის თქმით, განადგურდა მილიარდობით ადამიანის რწმენა საერთაშორისო სისტემის, სამართლიანობისა და კანონის მიმართ.

„ღაზის სექტორში სასტიკად მოკლეს არა მხოლოდ ბავშვები, ქალები და მშვიდობიანი მოქალაქეები, არამედ განადგურდა მილიარდობით ადამიანის რწმენა საერთაშორისო სისტემის, სამართლიანობისა და კანონის მიმართ“, - განაცხადა ერდოღანმა.

ცნობისთვის, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარი შემთხვევის დროს 104 ადამიანი დაიღუპა და 760-ზე მეტი დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics