|
2024-03-01 09:40:47, 958 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი - იმედი მაქვს, რომ ქართული ეკლესია შეძლებს პროქართველი და პროევროპელი და არა პრორუსი პატრიარქის არჩევას
იმედი მაქვს, რომ ქართული ეკლესია შეძლებს პროქართველი და პროევროპელი და არა პრორუსი პატრიარქის არჩევას,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიდ ბრიტანეთში, Chatham House-ის - საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა. ზურაბიშვილს კითხვა დაუსვეს ეკლესიის როლზე, პრორუსულ ტენდენციასა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე. "ეკლესიასთან დაკავშირებით ვითარება ძალიან კომპექსურია, ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ დღეს პატრიარქი ფიზიკურად სისუსტადაა, პატრიარქი, რომელმაც ამ ეკლესიის გეზი ძალიან მტკიცედ შეინარჩუნა. ჩემი აზრით, მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მართლმადიდებელ ქვეყანაში ძალიან ახლოსაა ხელისუფლებასთან და ვიტყოდი, რომ მიდრეკილია მიჰყვეს აქცენტებისა და ნიუანსების ცვლილებას. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ეკლესია ამ შემთხვევაშიც გაჰყვება პროევროპულ რიტორიკას. ვინაიდან ოპტიმისტური ვარ და მჯერა საქართველოს სიმტკიცის, იმედი მაქვს, რომ ქართული ეკლესია შეძლებს პროქართველი და პროევროპელი და არა პრორუსი პატრიარქის არჩევას",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც ამას პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)