|
2024-02-28 16:22:00, 579 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ჩიქოვანი იტალიის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა იტალიის ელჩთან, მასიმილიანო დ'ანტუონოსთან და მის მოადგილესთან, ფაბიოლა ალბანეზესთან. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა იტალიურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. "მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში წარმატებული თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს, რომელიც საქართველოსა და იტალიის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული ყოველწლიური გეგმით არის გათვალისწინებული. ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტებისა და საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობის მნიშვნელობაზე. აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივების წარმატებით განხორციელებაში იტალიის მნიშვნელოვანი წვლილი. მხარეებმა ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის მზადყოფნა გამოხატეს",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)