|
2024-02-28 13:45:03, 727 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - მუხიანის აგარაკებზე, ვანისა და ხვანჭკარის ქუჩებზე წყალარინების ქსელი მოეწყობა
გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკების კიდევ ორ ქუჩაზე - ვანისა და ხვანჭკარის ქუჩებზე წყალარინების ქსელის მოწყობას იწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, აღნიშნულ ქუჩებზე აქამდე არც წყალარინების ქსელი და არც გზის საფარი არ არსებობდა. „წყალარინების ქსელისა და გზის საფარის მოწყობის სამუშაოებისთვის, დაახლოებით, 1 240 000 ლარი დაიხარჯება. წყალარინების ქსელის მოწყობის შემდეგ, ორივე ქუჩაზე დაიგება ასფალტი, რისთვისაც, დაახლოებით, 2,5 მლნ ლარი დაიხარჯება. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული სამუშაოების განხორციელება. შექმნილი პრობლემა არასწორი განაშენიანების შედეგი იყო. შესაბამისად, ურბანული პოლიტიკის მხრივ მუშაობა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)