11:43 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-27 23:54:39, 1023 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის საგარეო მინისტრი - ფრანგი სამხედროები უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში არ ჩაერთვებიან, თუმცა შესაძლოა, მათ სხვა როლი შეასრულონ

ფრანგი სამხედროები უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში არ ჩაერთვებიან, თუმცა შესაძლოა, მათ სხვა როლი შეასრულონ, - ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ პარლამენტში დებატებისას განაცხადა.

როგორც სეჟურნე აღნიშნავს, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება, ფრანგი სამხედროების უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნა საჭირო იყოს, თუმცა საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის გარეშე.

„ჩვენ უნდა განვიხილოთ ახალი ნაბიჯები უკრაინის მხარდასაჭერად. ეს უნდა იყოს მორგებული სპეციფიკურ საჭიროებებზე. ვფიქრობ, კერძოდ, განაღმვით სამუშაოებზე, კიბერთავდაცვაზე, იარაღის წარმოებაზე უკრაინის ტერიტორიაზე“, - განაცხადა სტეფან სეჟურნემ​.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში სახმელეთო ძალების გაგზავნის შესაძლებლობის გამორიცხვა შეუძლებელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანს ჰორმუზის სრუტეში თავდასხმების შესაჩერებლად ვადა დაუწესა
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics