16:35 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-27 11:46:20, 608 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ წევრებთან შეხვედრა გამართა

თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, გიორგაძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული რეფორმები, რომლებიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

"საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. 

თავდაცვის კოდექსის პრეზენტაციის შემდეგ, უწყების წარმომადგენლებმა შეკითხვებსაც უპასუხეს.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ წევრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ წვევამდელთა ეროვნული სამსახურისა და ტერიტორიული რეზერვის პირობებით. ასოციაციის წევრებმა საკუთარი მოსაზრებებიც გამოთქვეს და თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული სიახლეები დადებითად შეაფასეს.

თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა კი, ასოციაციის წევრებს მხარდაჭერისთვის, თავდაცვის ძალებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და დასაქმებულების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადეს",- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
რაჟდენ კუპრაშვილი კორუფციაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანის ადვოკატი იქნება
ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა
სუს-მა გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics