|
2024-02-22 13:35:48, 658 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე პაპუაშვილს - თუ შეიძლება, პასუხი გაგვეცით კითხვაზე, რა გააკეთა პარლამენტმა იმისთვის, რომ ადამიანებს უკეთესად ეცხოვრათ
თუ შეიძლება, პასუხი გაგვეცით კითხვაზე, რა გააკეთა პარლამენტმა იმისთვის, რომ ადამიანებს უკეთესად ეცხოვრათ, ეს მძიმე მდგომარეობა არ ყოფილიყო ქვეყანაში - სად არის ადამიანი, სად არის მისი პრობლემები? - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს პარლამენტში წლიური მოხსენებისას. ვაშაძის თქმით, შალვა პაპუაშვილის გამოსვლაში ადამიანის რეალურ პრობლემებზე - ფასების ზრდაზე, მძიმე დემოგრაფიულ ვითარებასა და ეკონომიკურ სიდუხჭირეზე საუბარი არ ყოფილა. „ბატონო შალვა, ან თქვენს გამოსვლაში, ან მანამდე პრემიერის გამოსვლაში, ან ბიძინა ივანიშვილის მესამედ მობრუნების განცხადებებში, სად ჩანდა ადამიანი და მისი პრობლემები? სად იყო თანაგრძნობა? რომ 12 წლის მანძილზე, საქართველო მოქალაქეები მიტოვებულები არიან თავიანთ პრობლემებთან, უმუშევრობაში, ეკონომიკურ სიდუხჭირეში, სიღარიბეში, ეს ყველაფერი სად ჩანდა თქვენს გამოსვლაში. ნუთუ ოდნავი თანაგრძნობა არ შეიძლება რომ გამოხატოთ იმ 800 000 ჩვენი თანამემამულის მიმართ, რომელიც თქვენი მმართველობის დროს წავიდა ქვეყნიდან, ან იმ ასობით ათას ჩვენი თანამემამულის მიმართ, რომელიც უმუშევრადაა დარჩენილი?! ჩემო კარგებო, რაც არ უნდა იყვიროთ, ეს არის რეალობა, რაშიც ხალხი ცხოვრობს და ამ რეალობას თქვენგან პასუხი სჭირდება, ბატონო შალვა, რატომ არაფერი არ თქვით, იმ მძიმე ვითარებაზე, რაც შობადობის კუთხითაა საქართველოში, ეს არის რეალობა, რომელშიც ხალხი ცხოვრობს. ფასების ზრდა, შემოსავლის კლება, ადამიანების ქვეყნიდან წასვლა, უმუშევრობა, სიღარიბე და თქვენ ფიქრობთ, რომ ეს დამაპირისპირებელი ტონალობა რამე პასუხს გასცემს ადამიანების პრობლემებს? ცოტა თანაგრძნობა მაინც რომ გამოიჩინოთ ხალხთან მიმართებით, რამე დაგაკლდებათ? რა გააკეთა პარლამენტმა იმისთვის, რომ ადამიანებს უკეთესად ეცხოვრათ და ეს მძიმე მდგომარეობა არ ყოფილიყო ქვეყანაში. თქვენ, როგორც მმართველმა ძალამ, პარლამენტის თავმჯდომარემ, რა გააკეთეთ იმისთვის, რომ გამაერთიანებლის ფუნქცია გქონოდათ და არა ის დაპირისპირების რიტორიკა, რომლითაც გაჟღენთილი იყო თქვენი გამოსვლა. სად არის ადამიანი, სად არის მისი პრობლემები?!", - განაცხადა ვაშაძემ
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)