|
2024-02-22 13:30:58, 646 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - სტრატეგიულმა პარტნიორებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები არც ერთხელ არ დაურღვევია
ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ დეზინფორმაციის გამოყენების კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითი იყო ოპოზიციის მიერ წელიწად-ნახევრის განმავლობაში წარმოებული კამპანია, რომელიც ამტკიცებდა, რომ რუსეთი საქართველოს სანქციების გვერდის ასავლელად იყენებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, სანქციების გვერდის ავლის, ასევე, არჩევნების გაყალბების კამპანიის შემთხვევაში, შეიქმნა აღქმა, "რომ საქართველო რაღაცას ისე არ აკეთებს, როგორც საჭიროა". "არ დავიწყებ მაგალითების მოტანას. ყველამ კარგად ვიცით ამ კამპანიის მონაწილე პირები და მასშტაბი, რომელმაც ძალიან დააზიანა საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი. ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, თუმცა დაგვიანებით, მაგრამ მაინც ყოველგვარი ეჭვის გარეშე დაადასტურეს, რომ საქართველოს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები არც ერთხელ, ვიმეორებ, არც ერთხელ, არ დაურღვევია. მაგრამ აქაც, ისევე როგორც არჩევნების გაყალბების კამპანიის შემთხვევაში, შეიქმნა აღქმა, განცდა, შთაბეჭდილება, რომ საქართველო რაღაცას ისე არ აკეთებს, როგორც საჭიროა. და მოხდა ისევ იგივე, ბევრს უცხოეთში და საქართველოში დარჩა უსიამოვნო განცდა საქართველოს მისამართით. დეზინფორმაციული კამპანიის მთავარი მიზანი მიღწეული იქნა. ოპოზიციამ დააზიანა საკუთარი ქვეყანა იმ იმედით, რომ, რამენაირად, ეს დაეხმარებოდა ხელისუფლების მოპოვებაში", - განაცხადა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, სტრატეგიულმა პარტნიორებმა, მოგვიანებით ყოველგვარი ეჭვის გარეშე დაადასტურეს, რომ საქართველოს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები არც ერთხელ არ დაურღვევია. "რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით არის ერთი გარემოება, რომელსაც კიდევ ერთხელ უნდა გაესვას ხაზი. ჩვენ ორი წელია ვაკვირდებით თუ როგორ წესდება სხვადასხვა სახის სანქციები რუსეთის მიმართ. ვხედავთ, რომ სანქციების შინაარსი და განსაკუთრებით კი მისგან გამონაკლისების საკითხი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხანგრძლივი განსჯის საგანი ხდება ხოლმე. რაც ბუნებრივია. რუსეთისთვის მისი აგრესიული ომის გამო საზღაურის დაწესების კვალდაკვალ, ყველა წევრი ქვეყანა ცდილობს, რომ ისეთი სანქცია არ დაწესდეს, რომელიც მის უსაფრთხოებას თუ ეკონომიკურ ინტერესებს უფრო მეტად დააზიანებს, ვიდრე რუსეთს. საქართველო, როგორც ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა ამ დისკუსიაში არ მონაწილეობს. ამიტომ განსხვავებით ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან, სანქციების დაწესების დროს, საქართველოს უსაფრთხოება და ეკონომიკურ ინტერესები განხილვის საგანს არ წარმოადგენს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ არ ვმონაწილეობთ გადაწყვეტილებების მიღებაში, სწორედ უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი განსაკუთრებული სოლიდარობის გამო ჩვენ ავიღეთ ვალდებულება უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნას გამოყენებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ასავლელად და როგორც ყოველთვის, ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს", - დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)