|
2024-02-21 15:30:21, 694 ნახვა
პოლიტიკა
ხუციშვილი - 1 000-ლარიან პენსიაზე „ლელოს“ იდეები და მოსაზრებები მხოლოდ გაანახევრებს ბიუჯეტს, არათუ გაზრდის
ის იდეები და მოსაზრებები, რასაც ამ პოლიტიკური ჯგუფისგან ვისმენთ, მხოლოდ გაანახევრებს ბიუჯეტს, არათუ გაზრდის,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „მინისტრის საათის" ფორმატში პარტია „ლელოს" 1 000-ლარიანი პენსიის დაპირებასთან დაკავშირებით განაცხადა. ხუციშვილის თქმით, დაახლოებით, 6 მილიარდია დამატებით საჭირო ამ პროგრამის განსახორციელებლად და მათემატიკურად შეუძლებელია. „ალბათ, ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, როგორ შეიძლება მოხდეს პოლარიზაციის შემცირება ქვეყენაში. ფაქტიურად, არ დარჩა არცერთ ოპოზიცური პარტია, რომელმაც ერთხმად არ აღნიშნა, რომ ეს არის არარეალური და არ ეყრდნობა არანაირ გათვლებს. ბუნებრივია, ეს ემსახურება ერთადერთს, რომ შეცდომაში იქნას შეყვანილი საქართველოს მოსახლეობა და პარტიამ გარკვეული დივიდენდები მიიღოს. დაახლოებით, 6 მილიარდია დამატებით საჭირო ამ პროგრამის განსახორციელებლად. ის იდეები და მოსაზრებები, რასაც ამ პოლიტიკური ჯგუფისგან ვისმენთ, მხოლოდ გაანახევრებს ბიუჯეტს არათუ გაზრდის. ამ ნაწილში მთლიანი პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ ეს იდეები არც სწორია და მათემატიკურადაც შეუძლებელია, რომ არ ვთქვათ იმაზე, რომ 9%-იანი ეკონომიკური ზრდით, 100 პროცენტს 4 წელიწადში ვერ მიიღებ. ეს მაქსიმუმ მე-5, მე-6 კლასის მათემატიკის საკითხია",- განაცხადა ხუციშვილმა.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)