|
2024-02-21 12:31:21, 699 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - ჩემი სიცოცხლე დავაგდე ქართველი ერის ფეხებთან და ვუთხარი - შეგიძლიათ, ხელში აიტაცოთ და გამოიყენოთ
მე ჩემი თავისუფლება, სიცოცხლე დავაგდე ქართველი ერის ფეხებთან და ვუთხარი, რომ ახლა შეგიძლიათ, ეს აიღოთ, შეგიძლიათ, ხელში აიტაცოთ და გამოიყენოთ, როგორც ინსტრუმენტი იმედის დასაბრუნებლად,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიოში დღეს ბევრი ადამიანი საქართველოს იცნობს, როგორც "სააკაშვილის ქვეყანას". "მე ვაპირებ, მტრის ჯინაზე ვიბრძოლო სიცოცხლისთვის, აუცილებლად ვიბრძოლებ თქვენთვის. ჩემთვის სიცოცხლე არაფერს წარმოადგენს. მე ჩემი თავისუფლება, სიცოცხლე დავაგდე ქართველი ერის ფეხებთან და ვუთხარი, რომ ახლა შეგიძლიათ, ეს აიღოთ, შეგიძლიათ, ხელში აიტაცოთ და გამოიყენოთ, როგორც ინსტრუმენტი, თქვენი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ჩვენს ამოსასუნთქად, ჩვენი სიამაყის, იმედის დასაბრუნებლად. აუცილებლად ასეც განხორციელდება. ყველაფერი გამოგვივა, მაგრად იდექით... ყველამ იცით, საქართველოს არავინ იცნობდა ჩემამდე, დღესაც ძალიან ბევრი საქართველოს იცნობს, როგორც სააკაშვილის ქვეყანას. ჩემი შვილი იაპონიაში სწავლობდა და ყოველმა მესამე იაპონელმა საქართველოსთან ერთად იცის სააკაშვილი. არ ეწყინოთ დღევანდელ მოღვაწეებს, მაგრამ არცერთის გვარი და სახელი არავინ იცის, ივანიშვილის ჩათვლით. ივანიშვილს მარტო ახსენებენ სააკაშვილთან მიმართებით, როგორც სააკაშვილის მეციხოვნეს. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა, საქართველო გაბრწყინდება, სამართლიანობა აუცილებლად აღდგება. დარწმუნებული ვარ, წინ არის საუკეთესო დღეები",- განაცხადა ექსპრეზიდენტმა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე მიმდინარეობს.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)