18:01 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-21 11:33:09, 495 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ მერაბ დვალიშვილსა და ილია თოფურიას შერეული ორთაბრძოლების ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ქართველ სპორტსმენებს შერეული ორთაბრძოლების ჩემპიონატში  გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კახა კალაძემ მერაბ დვალიშვილსა და ილია თოფურიას სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი წარმატება უსურვა. 

„რამდენიმე დღის წინ, ჩვენმა ორმა თანამემამულემ ძალიან გვასახელა და გაგვახარა. მერაბ დვალიშვილმა და ილია თოფურიამ შერეული ორთაბრძოლების ჩემპიონატზე ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვეს. ილია თოფურია პირველი ქართველია, ვინც ამ ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, ხოლო მერაბ დვალიშვილმა თავისი შედეგი გააუმჯობესა. მას ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს და ეჭვი არავის გვეპარება, რომ სამომავლოდ უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს. მთელი საქართველო გულშემატკივრობდა მათ. ჩვენც ვუერთდებით ამ სიხარულს. მინდა, ორივეს მივულოცო და ბევრი წარმატება ვუსურვო“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ მადლობა გადაუხადო კომპანია „ალმას“, რომელმაც გულშემატკივრებს შესაძლებლობა მისცა, ორთაბრძოლები ქალაქის მასშტაბით დამონტაჟებულ მონიტორებზე ენახათ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
რაჟდენ კუპრაშვილი კორუფციაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანის ადვოკატი იქნება
ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა
სუს-მა გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics